#გადავახვიოთ2015 #ბონუსეპიზოდი
#გადავახვიოთ2015 #ბონუსეპიზოდი ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული, 2015 წლის დასრულებამდე საათები რჩება. წელს, ისე როგორც არასდროს, გვქონდა ბევრი წარმატება და გამარჯვება. მეხუთედ დიდი სლემით მოვიგეთ ‘რაგბი ევროპის ჩემპიონატი’. ბორჯღალოსნებმა 2015 წლის მსოფლიო თასზე მიაღწიეს დასახულ მიზანს - ჯგუფში ტონგა და ნამიბია დაამარცხეს და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მოიპოვეს შემდეგ, 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად ასპარეზობის უფლება. 2015 წელს დიდ წარმატებებს მიაღწიეს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა - ჯერ 18 წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის მეოთხედფინალში ირლანდიას სძლიეს, ამას ნახევარფინალში იტალიასთან გამარჯვება მიაყოლეს და მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ მასპინძელ, ფრანგ თანატოლებთან და შესაბამისად ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ეს წარმატება განელებული არ იყო, რომ პორტუგალიაში ‘მსოფლიო რაგბის ალაფაზე’ 20 წლამდელებმა ტურნირი ბრწყინვალე სტილში ჩაატარეს - სძლიეს ურუგვაის, ფიჯის, პორტუგალიას და ფინალში კანადის დამარცხებით ტურნირში გაიმარჯვეს და 2016 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ.
Georgian Rugby-ის სხვა ვიდეოები
მინდორზე გასვლამდე შალვა სუთიაშვილი მიმართავს ბოჯღ...
საქართველო 59:7 გერმანია დღის მიმოხილვა + ბონუს კა...
02:19
მსოფლიოს წინა შეკრების დღიური, სარის სპორტ ცენტრი/...
08:15
#გადავახვიოთ2015 #ეპიზოდი7 - ბორჯღალოსნები, მისია...
04:49
ბორჯღალოსნები ფონდ.იავნანას დედის დღისადმი მიძღვნი...
00:56
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რაგბში / უმაღლესი...
18:48
ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა [2013-1...
01:24
ეროვნული ნაკრების 2014 წლის პირველი ღია ვარჯიში -...