კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 27 ნოემბრიდან - 2 დეკემბრამდე, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი ქართულ კვირეულს უმასპინძლებს. კვირეულის ორგანიზატორია ანალიტიკური ონლაინ გაზეთი „იბერია", ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა და ბრიტანეთში გამომავალი ქართული გაზეთი „ბრიტანეთი". 27 ნოემბერს, ლანსდაუნ კლუბში ქართული კვირეული სამი ქართველი ფოტოჟურნალისტის გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ზურაბ ქურციკიძის გამოფენით „საქართველო დღეს და მაშინ" გაიხსნა. გამოფენის მიზანია მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტომასალა. ბრიტანელ საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ქართველი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებს. დოკუმენტურმა მასალამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში. საშობაო ბაზრობას 28 ნოემბერს ანსამბლ „რუსთავის" მომღერალთა გუნდის კონცერტი გახსნის. საშობაო გამოფენა-ბაზრობის მიზანია გაზარდოს საქართველოს ცნობადობა, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე მეღვინეობის უძველესი რეგიონის კუთხით. გააცნოს ბრიტანელებსა და ლონდონის სტუმრებს მდიდარი ქართული კულტურა და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ლონდონის ბაზარზე. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მ...
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მ...
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მ...
culturegovge culturegovge
"პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა"
culturegovge culturegovge
"პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა"
culturegovge culturegovge
"პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა"
culturegovge culturegovge
ალექსი მაჭავარიანი - 100 - საიუბილეო წლის დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
ერლომ ახვლედიანის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
culturegovge culturegovge