კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მიმდინარეობს

11/30/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 27 ნოემბრიდან - 2 დეკემბრამდე, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი ქართულ კვირეულს მასპინძლობს.
29 ნოემბერს, ოქსფორდ-კემბრიჯის კლუბში გაიმართა ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის კრებულის \"ჯაკომო პონტი\" ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. კრებულის თარგმანი ვიქტორია ფილდმასა და ნატალია ბუკია-პეტერსს ეკუთვნის.
ქართული კვირეულის ფარგლებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით მოეწყობა სპეციალური ღონისძიება. 1 დეკემბერს, ღვინის მუზეუმში ,,ვინოპოლისი\" გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და რთველი 2013-ის მიმდინარეობის პროცესის ამსახველი ფოტოგამოფენა.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან