ქართული კულტურა ლონდონში

05/07/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

6-11 მაისს, შექსპირის თეატრში „გლობუსი\" კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 6-ჯერ წარმოადგენს სპექტაკლს „როგორც გენებოთ.\"

ლონდონში ქართული კულტურული პროგრამის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელშეწყობითა და ორგანიზებით ლონდონში, „vinopolis\"-ის დარბაზში გაიხსნება გამოფენა „შექსპირი და საქართველო\". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული სცენოგრაფია შექსპირის თემაზე.

გამოფენის პარალელურად რამდენიმე მომხსენებელი, მათ შორის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია საზოგადოებას წარუდგენენ მოხსენებას თემაზე „შექსპირი ქართულ თეატრში\" და შექსპირი ქართულ მხატვრობაში\".

ამავე დარბაზში შედგება ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა და ანსამბლ „ურმულის\" კონცერტი. მოწვეული სტუმრები ასევე დაესწრებიან ქართული ღვინის დეგუსტაციას.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან