სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების მონახულება გრძელდება

28.03.2015 01:03

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიციატივით, გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. მიხეილ გიორგაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს - სსიპ გორის ქალთა კამერულ გუნდსა და სსიპ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრა. მინისტრმა ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრიც მოინახულა. მიხეილ გიორგაძე სსიპ-ების ხელმძღვანელებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები პირადად გააცნო და კულტურის პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა დაწესებულების (სსიპ) მონახულებას და მათი პრობლემების ადგილზე გაცნობას გეგმავს. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: