მიხეილ გიორგაძე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ეწვია

24.11.2014 02:13

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. 24 ნოემბერს, კულტურის მინისტრი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ეწვია. მიხეილ გიორგაძეს ცენტრის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა. მინისტრმა ფოლკლორის ცენტრის შენობა და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა. შეხვდა მომუშავე პერსონალს, რომლის დროსაც ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ მას სამომავლო პროექტები და გეგმები გააცნო. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: