ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი - გამარჯვებულთა დაჯილდოება

06/29/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

28 ივნისს, რუსთაველის თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალურ კონცერტს დაესწრო და გამარჯვებული ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოავლინა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცათ.
კონცერტში მონაწილეოდნენ ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და მგალობელთა გუნდები.
„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ფესტივალი ხელს უწყობს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, მგალობელთა გუნდების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, ასევე მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოიცემა DVD ალბომი - „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან