ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე უკიდურესად დაძაბულია
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე უკიდურესად დაძაბულია. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობის მნიშვნელოვნად შესუსტების მიუხედავად, აზერბაიჯანელი სამხედროები პოზიციურ წინსვლას ცდილობენ, სომხეთის რესპუბლიკის ძალების ქვედანაყოფები კი მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულებას აგრძელებენ. აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს. ერევანიც და ბაქოც ურთიერთბრალდებებს უარყოფენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება ისევ დაიძაბა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება რთულდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster