სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება ისევ დაიძაბა
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება ისევ დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბასარ-გეჩარის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს ქელბაჯარის რაიონის სოფელ ზეილიკში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით. სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლით უპასუხეს. ამჟამად ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს. სომხეთის თავდაცვის უწყება კი აზერბაიჯანული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ იუწყება. სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივლისს, დაახლოებით დილის 08:40 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციების მიმართულებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეგარ-ქუნიკის მონაკვეთზე. სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება რთულდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 17 ნოემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster