აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმება
კომპრომისული შეთანხმება გერმანიასა და ამერიკას შორის. საუბარია, რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ისა და გერმანიის ამ შეთანხმებას წინ უძღოდა კანცლერ ანგელა მერკელის ბოლო ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში. მხარეები უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ ის ენერგო რესურსების გამოყენებით გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას შეეცდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმებას კონსტრუქციული უწოდა. დოკუმენტის მიხედვით, გერმანია და აშშ უკრაინას მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. ეს თანხა უკრაინის ენერგო სექტორის რეფორმირებას მოხმარდება. ბერლინი ასევე დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც რუსეთთან უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეთანხმების 10 წლით გახანგრძლივების მოლაპარაკებებში ჩაერთვება. შეთანხმებას აპროტესტებს პოლონეთი და უკრაინა. მათი განცხადებით რუსეთი აღნიშნულ გაზსადენს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, პირველი ივნისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩაშლილი მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 22 საათზე, 16 ივნისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამშვიდობო სამიტი ეგვიპტეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი მოწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ბორის ჯონსონს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster