სამშვიდობო სამიტი ეგვიპტეში

21.10.2023 01:26

ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი იმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. მათ შორის არიან ეგვიპტისა და პალესტინის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაერო-ს გენერალური მდივანი, იტალიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი. სამიტში არ მონაწილეობენ ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები. „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული დასაგმობი თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა. გუტერეშმა ომის „ფართო კონტექსტზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს მეშვეობით გადაწყვეტა „ერთადერთი რეალისტური საფუძველია ნამდვილი მშვიდობის დასამყარებლად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: