ვითარება ისრაელში


ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ისრაელი ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებდა. ისრაელში აცხადებენ, რომ იერიშები განხორციელდა დაჯგუფება „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებსა და „ჰამასის“ სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე.

რამდენიმე საათის წინ სირენების ხმა ისმოდა ისრაელის სანაპირო ქალაქ აშდოდში. მოკლე პერიოდით გაიხსნა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს. საზღვარზე 20 სატვირთო ჰუმანიტარული ტვირთი გადავიდა და ისევ დაიკეტა.

დღესვე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის მაღალჩინოსანი მიიღებს, მათ შორის იქნება პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, რამდენიმე ევროპული ქვეყნის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან