ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ანგარიში


სწორედ პანდემიის მართვა იყო ერთ-ერთი მიმართულება იმ ანგარიშის, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ წარმოადგინა. უწყება ერთი წლის წინ ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსების ეფექტური განკარგვის მიზნით შეიქმნა. სააგენტოს კიდევ ერთი სამუშაო მიმართულება ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ერთწლიან სამუშაო ანგარიშში საუბარია იმ ახალ სერვისებსა და პროგრამებზე, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს. მათ შორისაა კარდიოქირურგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სერვისების დაფინანსება, ასევე ონკო-პაციენტებისთვის გათვალისწინებული სერვისების გაფართოება. დოკუმენტის ერთი ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ-კლინიკების დაფინანსებასაც ეხება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან