ხორცის შემოწმება მაღაზიებსა და კვების ობიექტებში - თბილისი
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს თბილისში, ნ. ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების რვა ობიექტი, რომელთაგანაც ოთხს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების არმქონე ხორცი. ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა. სულ დაილუქა 200 კგ სხვადასხვა სახეობის ხორცი, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
ხორცის შემოწმება დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ - თბილისი
MULTIMEDIA GE
ძროხის ხორცის შემოწმება
ტელეკომპანია თანამგზავრი
მონადირებულ ხორცს უნდა შემოწმება???
Adventure's Life GEO
რა გზას გადის ხორცი ჩვენს სუფრამდე - ცხოველთა იდენტიფიკაცია-...
TV IMEDI
ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაცია
TV IMEDI
საქართველოში კვების ობიექტების შემოწმება იგეგმება
ტელეკომპანია თანამგზავრი
გაიგეთ უფრო მეტი ხორცეულსა და თევზეულის შესახებ
Goodwill
საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი გამოვლინდა - ზურაბ ჩეკურაშვილი...
სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency