რუსთავში ძეხვის საამქრო "წიქარა" დალუქეს, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში" არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი; დალუქული სურსათი სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება. მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ტარდება როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ინსპექტირება, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს ცხელ ხაზს - 1501. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
რუსთავი - წიქარა . რეგიონული ლიგა
Nugo Jojua
ბ ლიგა ხვამლი - წიქარა 1/4 ფინალი 7 კაცა
Didi10Rugby
ივერიელი 31:7 წიქარა | IV-ტური | რეგიონული ლიგა | 2021-2022
Didi10Rugby
დევები 21 - 33 წიქარა . რეგიონული ლიგა
Nugo Jojua
იუნკერები 14 - 21 წიქარა . ა ლიგა .ვერცხლის ლიგის ფინალი . 5
Nugo Jojua
იუნკერები 14 - 21 წიქარა . ა ლიგა .ვერცხლის ლიგის ფინალი . 3
Nugo Jojua
ბ ლიგა ჯიქი - წიქარა 1/4 ფინალი 7 კაცა
Didi10Rugby
#ახალიდღე ახალციხეში შექმნილი „წიქარა“ და „ჯეირანი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster