ზუგდიდიდან სხვა ქალაქებში მგზავრობა არ გაძვირებულა
ზუგდიდიდან სხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მგზავრობა არ გაძვირებულა. მძღოლების თქმით, მათ თითო-ოროლა მგზავრი ჰყავთ, თუმცა მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ მგზავრთა ნაკადი თანდათან მოიმატებს და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან. „თბილისის მიმართულებით ამ წუთს გავდივართ, სულ 4 მგზავრი მყავს, თუმცა ხალხს უნდა მოემსახურო, აბა რა ვქნათ? დღეს პირველი დღეა და მოლოდინიც არ გვქონდა უკეთესი, ვფიქრობ ყველაფერი თანდათან კალაპოტში ჩადგება“, - გვითხრა თბილისი-ზუგდიდის მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა. მარტვილიდან ზუგდიდში ერთი მგზავრი წამოიყვანა გულადი რუხაიამ და უკანა რეისზეც ერთი მოქალაქე მიჰყავს. ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს იცავს, აქვს სადეზინფექციო ხსნარი და პირბადის გარეშე მგზავრებსაც არ წაიყვანს. „სამი თვე ვიყავით სახლში, დღეს გამოგვიშვეს. ერთი კაცი მოვიყვანე, ერთი მიმყავს, ვნახოთ რა იქნება მომავალში, შეიძლება სულ გავჩერდეთ, მაგრამ იმედი გვაქვს მგზავრები მალე გვეყოლება“, - ამბობს მძღოლი. ინფორმაციისთვის,ზუგდიდიდან თბილისში მგზავრობა 20 ლარი ღირს, ზუგდიდი- ბათუმი - 12 ლარი, ზუგდიდი - ქუთაისი - 8 ლარი. დღეიდან მიკრო ავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა დასაშვებია. მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტის მგზავრებმა ატარონ პირბადე. საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 24 მარტს დაწესდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinat .
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ
Radio Atinati
ზვიადის ეკლიანი გზა საქართველოისთვის: PKTV ზვიად გამსახურდია...
PK TV2
ქართველებო, გავერთიანდეთ! - 2018 წლის 26 მაისის ექსკლუზიური...
PK TV2
“ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ზუგდიდში შეხვედრა გამართეს
Radio Atinati
უკრაინამ საქართველოს გიორგი სამუშია გადმოსცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდელი მღვდელი, რომელიც ჟესტურ ენას სწავლობს
Radio Atinati
რუდი: მხარს გიჭერთ თხილის წარმოების განვითარებაში და ხვალაც...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანა...
Radio Atinati