„ეზოების დასუფთავების დეკადა"


„ეზოების დასუფთავების დეკადა\", ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა\" კახეთში ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნუგზარ გაბუნიამ, თელავში არსებული რამდენიმე ეზო მოინახულა და მოქალაქეებს, რომლებიც მათ მოვლა-დასუფთავებაში იღებენ მონაწილეობას, მაისურები გადასცა.
აღნიშნული პროექტის მიზანია, საზოგადოებაში მოწესრიგებული გარემოს პოპულარიზაცია. 21 მარტიდან დღემდე მთელ საქართველოში გამწვანების აქცია მიმდინარეობდა. მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს მასშტაბით, არსებული შედეგები შეჯამდება და გამარჯვებული რეგიონი გამოცხადდება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1g8HZW2

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან