მთავრობის საგარეო პრიორიტეტები

24.12.2020 11:13

საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერობის კანდიდატმა მომავალი საგარეო პრიორიტეტებიც წარადგინა. 2008 წლის შეთანხმების პირობების შესასრულებლად წნეხის გაძლიერება რუსეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გავრცელება, - ეს გიორგი გახარიას ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო. მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არაღიარების პოლიტიკის პროცესის დასაზიანებლად სერიოზულ რესურსებს ხარჯავს, თუმცა მცდელობა უშედეგოა. კითხვა დაისვა აბაშიძე-კარასინის ფორმატზეც, რომლის შენარჩუნებას გახარია საჭიროდ მიიჩნევს. საგარეო მიმართულებაზე საუბრის დროს ქვეყნის კიდევ ერთ მთავარ ამოცანად დასახელდა ევროკავშირის წევრობისთვის 2024 წელს განაცხადის გაკეთება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: