მთავრობის განახლებული შემადგენლობა

04.09.2019 07:52

დავით ზალკალიანის ხედვასა და კანდიდატურას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირეს საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. პროტესტის გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, კონკრეტულად კი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. ზალკალიანი დეპუტატების წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა და საგარეო პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მცოცავ ოკუპაციაზე. ზალკალიანმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.    ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: