პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში
ოპოზიციამ პარლამენტში ირაკლი კობახიძეს მოუსმინა. პრემიერობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასთან ერთად ოპოზიციურ ფრაქციებსა და ჯგუფებს გაერთიანებული შეხვედრის ფორმატში ხვდებოდა. პრიორიტეტები, გეგმები, მთავარი ამოცანები - დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე მთავრობის მომავალი ხელმძღვანელი ოპონენტებს არჩევნებამდე პერიოდზე გათვლილ ათთვიან სამთავრობო პროგრამას აცნობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ყოფილი კოლეგის მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა. რატომ შეიცვალა ყოფილი პრემიერი, როგორ აპირებს ახალი პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებას, სიღარიბესთან და უმუშევრობასთან ბრძოლის და საგარეო ასპარეზზე პოზიციონირებას - ეს ოპოზიციის მხრიდან დასმული კითხვების არასრული ჩამონათვალია. ირაკლი კობახიძის გამოსვლამ დღეს ყველა სფერო მოიცვა, განსაკუთრებული აქცენტი გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაკეთდა, რასაც ოპონენტებმა საკუთარი სტატისტიკა დაუპირისპირეს. პროტესტის მიზეზი გახდა შეხვედრის ფორმატიც. „ლელო“ და გახარიას გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თავმჯდომარეობით მიმდინარე სხდომას არ დაესწრო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 10 საათზე, 5 სექტემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში - ურთიერთბრალდებები ოპოზიციასა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster