მთავრობის საგარეო პრიორიტეტები


საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერობის კანდიდატმა მომავალი საგარეო პრიორიტეტებიც წარადგინა.

2008 წლის შეთანხმების პირობების შესასრულებლად წნეხის გაძლიერება რუსეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გავრცელება, - ეს გიორგი გახარიას ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო. მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არაღიარების პოლიტიკის პროცესის დასაზიანებლად სერიოზულ რესურსებს ხარჯავს, თუმცა მცდელობა უშედეგოა. კითხვა დაისვა აბაშიძე-კარასინის ფორმატზეც, რომლის შენარჩუნებას გახარია საჭიროდ მიიჩნევს. საგარეო მიმართულებაზე საუბრის დროს ქვეყნის კიდევ ერთ მთავარ ამოცანად დასახელდა ევროკავშირის წევრობისთვის 2024 წელს განაცხადის გაკეთება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან