უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ ცხინვალში


რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგი და უკანონო პატიმრები. ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დეკემბერში დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე, მათ შორის არის ყოფილი სამხედრო პირიც. მათ გათავისუფლებაზე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე კვირაში იმსჯელეს, საქმეში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ცხინვალში ტყვეები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. როგორია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს თუ არა მათი გათავისუფლების ქმედითი მექანიზმები, დეტალები ბელა ზაქაიძის რეპორტაჟში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან