ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საქმე

06.02.2021 02:34

უსაფუძვლო და შეთითხნილი ბრალდებებით დაკავებული ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, - ასე ეხმაურება შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს მოქალაქისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში გამოტანილ გადაწყვეტილებას. ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის შესახებ დღეს ამერიკელი დიპლომატი, ევროკავშირის ელჩთან ერთად, პრემიერ-მინისტრს შეხვდა. დიპლომატები მომხდართან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო