ერგნეთის შეხვედრა

04.03.2022 04:19

ერგნეთში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ქართული დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნა იყო, რადგან ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული კრიზისია. თუმცა საოკუპაციო რეჟიმი უარზეა. დღის წესრიგში იყო ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხიც. ამ მომენტისთვის ტყვეობაში ექვსი მოქალაქე იმყოფება. დღეს ცნობილი გახდა, რომ მათ შორის ორს არ აღიარებულმა რეჟიმმა უკანონო პატიმრობა შეუფარდა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: