მიხეილ გიორგაძე ქუთაისის თოჯინების თეატრს ეწვია

14.03.2015 01:03

ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ესტუმრა. მინისტრი თეატრის ხელმძღვანელებსა და დასს შეხვდა. სამინისტროს მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრის შემდეგ, მიხეილ გიორგაძე ქუთაისის თოჯინების თეატრის პრობლემებს გაეცნო, რომლებიც ძირითადად, ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: