რეზო ჩხეიძე - 88 „ჯარისკაცის მამა“ – 50

12/12/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

11 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში რეზო ჩხეიძის 88 წლისადმი და „ჯარისკაცის მამის“ 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
მიხეილ გიორგაძემ ქართული კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეზო ჩხეიძეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური პრიზი- „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა წიგნის „ჯარისკაცის მამა 50“ პრეზენტაცია, ნაჩვენები იყო ფილმი „როგორ შეიქმნა ჯარისკაცის მამა“, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული კოლაჟი ცნობილი კინორეჟისორის ნამუშევრების შესახებ.
რეზო ჩხეიძეს იუბილე მიულოცეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა, საპატიო ქუთაისელებმა. საიუბილეო საღამოში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი ხელოვანები - გოგი დოლიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, რომა რცხილაძე, ანსამბლები „რუსთავი“ და „ერისიონი“, ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მცირე კონცერტი.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ის, რაც მახსოვს“ ჩვენება.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.



http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან