აკაკი წერეთელი 175 - საიუბილეო საღამო ქუთაისში
16 ნოემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნების პრეზენტაცია. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქეთი მატაბელის ფოლიანტები - „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“; ასევე მწერლის შესახებ შექმნილი პლაკატები და გამოფენა სახელწოდებით „აკაკი ქართულ ხელოვნებაში“. ასევე გაიმართა აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. საღამო დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა; გაიმართა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ცნობილი ქართველი მომღერლები - ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, ლიზა ყენია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნიკა კაჩაროვი. ღონისძიების წამყვანი ეკა კახიანი. საღამო მუსიკალურად გააფორმა დავით ევგენიძემ და მისმა ბენდმა. სპექტაკლის მონაწილეებმა აკაკი წერეთლის ლექსები და პუბლიცისტური წერილები წაიკითხეს. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა ინიციატივითა და ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 2015 აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. მწერლის გარდაცვალებიდან 100, ხოლო დაბადებიდან 175 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერლის საიუბილეო თარიღი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
აკაკი წერეთელი 175 - საიუბილეო საღამო
culturegovge culturegovge
აკაკი წერეთელი - 175 / საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი გამოცემე...
culturegovge culturegovge
აკაკი წერეთელი-ცხოვრება და შემოქმედება -გამოფენა ლიტერატურის...
culturegovge culturegovge
„აკაკი წერეთელი“ - კატალოგის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
დები იშხნელები \u0026 აკაკი წერეთელი - ჩონგურს სიმები გავუბი...
ქართული მუსიკა ვინილზე / Georgian Music On Vinyl
აკაკი წერეთელი-ცხოვრება და შემოქმედება-გამოფენა ლიტერატურის...
culturegovge culturegovge
სამეცნიერო სესია: აკაკი წერეთელი და რუსული კოლონიალიზმი საქა...
Ilia State University
ჯგუფი მირაჟი - სულიკო | jgufi miraji - Suliko \\ sayvarlis s...
Jgufi Miraji official