აკაკი წერეთელი - 175 / საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი გამოცემების პრეზენტაცია
17 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში, აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ბეჭდური გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა. აკაკის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის 5 ტომი (მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10) და აკაკი წერეთლის თხზულებათა რჩეული ერთტომეული თსუ-ს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით გამოიცა. ოცტომეული მოიცავს დრამატულ თხზულებებს, პოეტურ თარგმანებს, ლექსებს, იგავ-არაკებსა და პიესებს, ასევე, პოეტის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულ, ან ამ დრომდე არასრული სახით დაბეჭდილ ტექსტებს. მათი გამოქვეყნება მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურის, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიის სრულყოფილი სურათის შესაქმნელად. აკაკი წერეთლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად, თსუ-ს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა ასევე უნიკალური წიგნი „აკაკი წერეთელი. რჩეული ერთტომეული“. წიგნში წარმოდგენილია აკაკი წერეთლის შემოქმედების ყველა მიმართულება – პოეზია, პროზა, დრამატურგია, თარგმანი, პუბლიცისტიკა, ასევე, ცალკეული ფრაგმენტები პოეტის პირადი მიმოწერიდან. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
აკაკი წერეთელი 175 - საიუბილეო საღამო
culturegovge culturegovge
აკაკი წერეთელი 175 - საიუბილეო საღამო ქუთაისში
culturegovge culturegovge
აკაკი წერეთელი-ცხოვრება და შემოქმედება -გამოფენა ლიტერატურის...
culturegovge culturegovge
„აკაკი წერეთელი“ - კატალოგის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
დები იშხნელები \u0026 აკაკი წერეთელი - ჩონგურს სიმები გავუბი...
ქართული მუსიკა ვინილზე / Georgian Music On Vinyl
აკაკი წერეთელი-ცხოვრება და შემოქმედება-გამოფენა ლიტერატურის...
culturegovge culturegovge
სამეცნიერო სესია: აკაკი წერეთელი და რუსული კოლონიალიზმი საქა...
Ilia State University
ჯგუფი მირაჟი - სულიკო | jgufi miraji - Suliko \\ sayvarlis s...
Jgufi Miraji official