თბილისის პასუხი კრემლის ბრალდებაზე


უკრაინის 15-მდე ქალაქის ერთდროულად დაბომბვას წინ ყირიმის ხიდის აფეთქება უძღოდა, რის გამოც რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, განმარტებების გაკეთება უწევს.
რუსული გამოძიების ვერსია ასეთია - პოლიეთილენით დატვირთულმა სატვირთო მანქანამ ყირიმამდე ბულგარეთი, სომხეთი და საქართველო გაიარა. ამავე ვერსიის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებას ბულგარეთიდან საქართველოში შემოტანილი და სომხეთში განბაჟებული ტვირთი მიჰქონდა, რომელშიც ასაფეთქებელი საშუალებები იყო დამალული. ოფიციალური სოფიას შემდეგ რუსეთის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ქართული მხარეც და ხაზს უსვამს, რომ ყველა ტრანზიტული და არატრანზიტული საქონელი მკაცრ საბაჟო კონტროლს გადის. აფეთქების საქმეზე რუსეთში ძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. დამკვეთად და შემსრულებლად მოსკოვი უკრაინის სპეც-სამსახურებს აცხადებს. ბრალდებულებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეც ფიგურირებს. 
რა რეაქციები მოჰყვა გამოძიების რუსულ ვერსიას საქართველოდან, - ნოდარ ჩაჩუა მუშაობდა თემაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან