კრემლის მუქარა და თბილისის პასუხი
მოსკოვი თბილისს აფრთხილებს. რუსეთი ამჯერად საქართველოში მარტში დაგეგმილი ნატო-ს სამხედრო წვრთნებით არის შეშფოთებული. ერთობლივი სწავლების გამართვის შემთხვევაში კრემლი რეაგირებით იმუქრება. როგორც ჩანს, მოსკოვს მხოლოდ წვრთნები არ აღელვებს. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ სერგეი ლავროვის მოადგილე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიების“ შედგენაზე ნეგატიურ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს და არ გამორიცხავს, რომ მსგავსმა პროვოკაციულმა ნაბიჯმა გალის და ერგნეთის შეხვედრების აღდგენის საკითხი ეჭვქვეშ დააყენოს. თავის დროზე სწორედ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის საქმეების განხილვის მოთხოვნის გამო ჩაშალეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრები გალსა და ერგნეთში. რუსი მაღალჩინოსნების ინტერესის არეალში რჩება თბილისში 2013 წლიდან მოქმედი ლუგარის სახელობის კვლევითი ლაბორატორიაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სერგეი ლავროვის განცხადება და თბილისის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კრემლის მუქარა და საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 6 ივნისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მუქარა და NATO-საქართველოს ურთიერთობები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლავროვის მუქარა - ევროპაში ფართომასშტაბიანი დაპირისპირების ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 24 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მუქარა და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის აგრესიის საფრთხე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster