რუსეთის მუქარა და NATO-საქართველოს ურთიერთობები
საქართველოს და უკრაინის გამო რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებას მოთხოვნას უყენებს. გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, - ასეთია მოსკოვის ახალი გზავნილი, რასაც მსოფლიო ლიდერების მწვავე რეაქციები მოჰყვა. წერილობითი განცხადების შემდეგ ლავროვის მოადგილე პირდაპირ იმუქრება, რომ ნატოს გაფართოებას მძიმე შედეგები მოჰყვება. კრემლის მხრიდან მუქარის შემცველი ტონის გამკაცრებას თან ერთვის დაძაბული ვითარება უკრაინის საზღვართან, რუსეთიდან უკრაინაზე მორიგი თავდასხმის საფრთხე სულ უფრო იზრდება. ვაშინგტონიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოსკოვს უკვე უთხრეს, რომ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების გამაფრთხილებელი განცხადებების შემდეგ, მოსკოვის შესაკავებლად გასატარებელ ზომებზე ამჯერად ბრიუსელში მსჯელობენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ორ დღეში ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერს შეხვდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბრიუსელის სამიტი და უსაფრთხოების გამოწვევები
ამერიკის ხმა
ფინეთი და შვედეთი - ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილე...
ამერიკის ხმა
რუსეთის მუქარა და თბილისის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მუქარა და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მუქარა და ბირთვული საფრთხე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მუქარა და დასავლეთის რეაქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბირთვული მუქარა და ვაშინგტონის პასუხი
ამერიკის ხმა
კრემლის მუქარის გზავნილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster