გზავნილი მოსკოვიდან და თბილისის პასუხი
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გამო რუსეთი მწვავედ აკრიტიკებს ვაშინგტონსა და ბრიუსელს. კრემლის გზავნილებს ამჯერად ლავროვის უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ახმოვანებს. მოსკოვი დასავლელ პარტნიორებს საქართველოს იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებს და ევროინტეგრაციის პროცესს დასავლეთის მხრიდან სამხედრო ბლოკებში ჩათრევად აცხადებს. რუსეთის არადიპლომატიურ გზავნილს დიპლომატიურად უპასუხა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალური თბილისისთვის კი ყველაზე ცინიკური ის კომენტარი აღმოჩნდა, რომელიც ზახაროვამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე გააკეთა. მაშინ, როცა მოსკოვიდან საქართველოს და დასავლეთის მიმართ ახალი ბრალდებები ისმოდა, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები ადგილობრივთა კუთვნილი ტერიტორიის მისაკუთრებას განაგრძობდნენ. საოკუპაციო რეჟიმის სამიზნედ ისევ რჩება ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორია. ერგენთში გამართული მორიგი შეხვედრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლიდებად ტერიტორიაზე უკანონო ბლოკ-პოსტის მშენებლობა მაინც გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თბილისის პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 14 მარტი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საინფორმაციო ომი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის - გზავნილი მოსკოვიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენტონი ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში და ვითარება ფრონტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster