ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა
ჟენევის შემდეგ ბრიუსელი - 10 იანვარს დაწყებული დიალოგი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, დღეს ნატოს შტაბბინაში გაგრძელდა. ალიანსის გენერალური მდივანი ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს, თუმცა ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის ულტიმატუმების მიღებას და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში გამართულ რთულ მოლაპარაკებებზე მოსკოვმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო: ნატო ღია კარის პოლიტიკას და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას არ გადახედავს. მოწოდებაა, რომ რუსეთმა უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან სამხედროები გაიყვანოს. ალიანსი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პასუხი იქნება მკაცრი. მოლაპარაკებებს ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ესწრებოდა, რუსეთს კი საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები წარმოადგენდნენ. თავის მხრივ დასავლეთისთვის წაყენებულ მოთხოვნებზე უარის თქმას არც მოსკოვი გეგმავს. ნატოს ზოგიერთი წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ორგანიზაცია რთული სცენარისთვისაც მზად არის. ხვალ დიალოგი ვენაში უნდა გაგრძელდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტოლტენბერგი ნატო-რუსეთის საბჭოს მოიწვევს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოდესაზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NATO - რუსეთის საბჭო - რუსეთი და ორგანიზაციის წევრები ვერც ე...
TV IMEDI
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო ამბები N 5
Ermile Nemsadze