ოდესაზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა
07/23/2023
ოდესაზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი. ოდესის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად დაზიანდა ოდესის ფერიცვალების საკათედრო ტაძარი, ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს.
უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით კი, ღამით რუსულმა ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“და „ისკანდერის“ ტიპის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის მიმართულებით 300-ზე მეტი ჭურვი გაუშვეს, დაიღუპა ერთი ადამიანი. უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის შეტევები ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე. ამის პარალელურად, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის თხოვნით მიმართა. შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.