რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-ე დღე
უკრაინაში რუსეთის 68-დღიან საბრძოლო მოქმედებებს 220 ბავშვი ემსხვერპლა. ეს მონაცემები სრული არ არის, რადგან უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს ინფორმაცია ოკუპირებულ დასახლებებში არსებულ სიტუაციაზე. გასული დღის განმავლობაში, ერთი ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ოდესაზე. უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 14 წლის მოზარდი, ერთი არასრულწლოვანი კი დაშავებულია. დანგრეულია საერთო საცხოვრებელი. ამის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ხარკოვის ოლქში და მტრისგან გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლება. ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შენობების 90% დანგრეულია. ამერიკული სამხედრო დაზვერვის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსული დანაყოფები ხარკოვიდან დაახლოებით 40 კილომეტრით უკან დახიეს. რუსებს მინიმალური პროგრესი აქვთ იზიუმთან და პოპასნაიასთან. პენტაგონის მონაცემებით, ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინულ დასახლებებზე 2 215 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 83-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 155-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster