საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-დღე
რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაბომბვას უკრაინის ლუგანსკის ოლქში სამი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები სლავიანსკზე და სევეროდონეცკზე შეტევისთვის ემზადებიან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არმიის გენშტაბში გამოავლინეს რუსეთის აგენტი, რომელიც ამჟამად დაკავებულია. უკრაინული მედია წერს, რომ საბრძოლო მოქმედებები იზიუმშიც მიმდინარეობს. ამასთან, ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ხელმძღვანელებს ნიშნავენ და საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენენ, რომ საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია აღიარონ. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში. დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის ათი შეტევა მოიგერია. უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში - 124- დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 83-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 155-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster