"თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი“
10/11/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
„თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი,- ” აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ ლექცია გამართა თემაზე: „თავისუფლების და ეკონომიკური თავისუფლების როლი ეკონომიკურ პოლიტიკაში“. ლექციების მიზანი სტუდენტებისათვის ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკური თავისუფლების აქტუალიზაციაა. შეხვედრა „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ს პრეზიდენტმა, ეკონომიკის დოქტორმა და „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გამართეს, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლის სხვადასხვა კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1ngWpwh
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1ngWpwh