ზუგდიდში შშმ პირთა დღეს მასშტაბურად აღინიშნება (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში შშმ პირების დაცვის დღის აღნიშვნა 12 საათიდან მსვლელობით დაიწყო. ღონისძიებაში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული პირები მონაწილეობენ. ცენტრალურ ბულვარში ამ დრომდე გრძელდება სხვადასხვა მუსიკალური და სპორტული აქტივობა, გამოფენილია შშმ პირების მიერ შექმნილი ნახატები. ღონისძიების ორგანიზატორის ასოციაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელის რუსლან საჯაიას თქმით, მათ სურთ შშმ პირების დღის აღნიშვნას რეგიონული სახე მიეცეს. „გვსურს, რომ კვირეულის სახით ჩატარდეს ყველას მუნიციპალიტეტში და ბოლოს ზუგდიდში, რადგან ზუგდიდი არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არანმედ ინოვაციური მიდგომების კუთხითაა რეგიონის ცენტრი. რაც შეეხება გარემოსთან ადაპტირებას, ყველგან კატასტროფული სიტუაციაა, თუმცა, ცვლილებებისკენ ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება“, - აღნიშნა საჯაიამ. ღონისძიების მხარდამჭერი ზუგდიდის მერიაა. მერიის სოციალური და ჯანდაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განცახდებით, მერიას არაერთი სოციალური პროგრამა აქვს, რომელიც სწორედ შშმ პირებს მიემართება. „მერიას აქვს მრავალმხრივი სოციალური პროგრამები, რომლებიც მიმართულია შშმ პირების მიმართ. ბოლო პერიოდში ადაპტირდა ტრანსპორტი, არის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვსურს, გავაკეთოთ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება თითოეული მათგანის სრულყოფილი სერვისისკენ“, - თქვა რევიამ. თავად შშმ პირები ამბობენ, რომ მსგავსი დღეები მათთვის მნიშვნელოვანია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"მეც შემიძლია!" - ზუგდიდში შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების...
Radio Atinati
"დეამ" მერიის წარმომადგენლებს შშმ პირთა საჭიროებებზე ჩატარებ...
Radio Atinati
როგორი იქნება ზუგდიდის ბიუჯეტის სოციალური ნაწილი
Radio Atinati
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე..
odishitv
შშმ პირთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია ზ...
odishitv
შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შეს...
პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისათვის
„ეს ჩემი უფლებაა“ - აქცია ზუგდიდში
Radio Atinati