ზუგდიდში შშმ პირების დაცვის დღის აღნიშვნა 12 საათიდან მსვლელობით დაიწყო. ღონისძიებაში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული პირები მონაწილეობენ. ცენტრალურ ბულვარში ამ დრომდე გრძელდება სხვადასხვა მუსიკალური და სპორტული აქტივობა, გამოფენილია შშმ პირების მიერ შექმნილი ნახატები. ღონისძიების ორგანიზატორის ასოციაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელის რუსლან საჯაიას თქმით, მათ სურთ შშმ პირების დღის აღნიშვნას რეგიონული სახე მიეცეს.
„გვსურს, რომ კვირეულის სახით ჩატარდეს ყველას მუნიციპალიტეტში და ბოლოს ზუგდიდში, რადგან ზუგდიდი არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არანმედ ინოვაციური მიდგომების კუთხითაა რეგიონის ცენტრი. რაც შეეხება გარემოსთან ადაპტირებას, ყველგან კატასტროფული სიტუაციაა, თუმცა, ცვლილებებისკენ ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება“, - აღნიშნა საჯაიამ.
ღონისძიების მხარდამჭერი ზუგდიდის მერიაა. მერიის სოციალური და ჯანდაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განცახდებით, მერიას არაერთი სოციალური პროგრამა აქვს, რომელიც სწორედ შშმ პირებს მიემართება.
„მერიას აქვს მრავალმხრივი სოციალური პროგრამები, რომლებიც მიმართულია შშმ პირების მიმართ. ბოლო პერიოდში ადაპტირდა ტრანსპორტი, არის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვსურს, გავაკეთოთ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება თითოეული მათგანის სრულყოფილი სერვისისკენ“, - თქვა რევიამ.
თავად შშმ პირები ამბობენ, რომ მსგავსი დღეები მათთვის მნიშვნელოვანია.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/