მსჯავრდებულ ქალთა საჭიროებები
პატიმარი და ყოფილი პატიმარი ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები - ეს იმ კვლევის დასახელებაა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში შედგა. პროექტი გაეროს ქალთა ფონდის დახმარებით განხორციელდა. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. გამოკითხვა პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების გარდა, პრობაციონერებშიც ჩატარდა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ გამოკითხულთათვის რეაბილიტაციის აუცილებლობა იკვეთება. მათივე განმარტებით, ამ კატეგორიაში გაერთიანებულ ქალებს, სოციალური პრობლემები განსაკუთრებით აწუხებთ. დანაშაული ეკონომიკურ ნიადაგზე - ეს მსჯავრდებულ ქალთა ძირითადი ბრალია. კვლევის ფარგლებში, პატიმრებთან ერთად, 80-მდე პრობაციონერი ქალი გამოიკითხა. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნასამართლევის სტატუსმა მათ საზოგადოებრივ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. კვლევა მიმიდნარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. ის, ძირითადად, ქუთაისსა და თბილისში მიმდინარეობდა. პროექტზე მომუშავეები ამბობენ, რომ გამოკითხულთა დიდ ნაწილს სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის სურვილი აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომსახელმწიფომ საკითხისადმი მიდგომა უნდა გააუმჯობესოს და, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ხანგრძლივვადიანი პროექტები შეიმუშავოს. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
4 12 13 1 მსჯავრდებულ ქალთა საჭიროებები
WIC ORG
4 პატიმარი ქალი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით
TV IMEDI
მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია
TV IMEDI
N5 ქალთა დაწესებულებაში სამკერვალო საწარმო გაიხსნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური
კახიშვილი შეწყალების კომისიას მოუწოდებს, მეტი ყურადღება დაუთ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ მსჯავრდებულ გიორგი რიკაძესთან
TV IMEDI
ინტერვიუ მსჯავრდებულ მარინე მაღრაძესთან
TV IMEDI
ინტერვიუ მსჯავრდებულ ანდრო კასპაროვთან
TV IMEDI