„მართლმადიდებლობის ზეიმი" თელავში


დიდმარხვის პირველ კვირიაკეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მართლმადიდებლობის ზეიმი აღნიშნა. ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. დღესასწაული იზეიმეს თელავშიც. ღვთისმშობლის, ღვთაებისა და სოფელ კურდღელაურის მოძღვრების თანხლებით, მრევლმა ქუჩაში ხატებითა და ჯვრით ფეხით მსვლელობა მოაწყო. სასულიერო პირებმა ქალაქს ნაკურთხი წყალი ასხურეს.
„ხატთმებრძოლობა\", რომელიც მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა, დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა. დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, დასრულდება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1qrNCGc

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან