გიორგი გახარიას გზავნილები


გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ოპოზიცია იყო.

პრემიერი და მინისტრები ოპოზიციონერი დეპუტატების ცარიელი ადგილების გამო დისკომფორტს გრძნობენ, თუმცა ასეთ შედეგზე პასუხისმგებლობას სწორედ ოპონენტებს აკისრებენ. პრემიერ-მინისტრმა რვა ოპოზიციურ პარტიას ამომრჩევლების ნების პატივისცემისა და პარლამენტში მუშაობის დაწყებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მათზე საუბრის დროს ახსენა ვიწროპარტიული ინტერესები, შიში, დაბნეულობა, ამბიციები და მიანიშნა დესტრუქციულ ქმედებებზეც. ნდობის გამოცხადებას წინ უძღოდა ოპოზიციის გარეშე წარმართული პოლიტიკური დებატები, რა დროსაც მწვავე კითხვები არ დასმულა, თუმცა ცალკეულმა დეპუტატებმა გარკვეული თემების გარშემო შენიშვნები გამოთქვეს. პრემიერობის კანდიდატი ვრცელ გამოსვლაში ყველა სფეროს შეეხო, დაანონსდა რამდენიმე ახალი ინიციატივაც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან