გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარი
მხარდამჭერი გზავნილები თუ გაფრთხილება დიპლომატიური მოწოდებების მიღმა - არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციების საგანი ხდება სატელეფონო საუბარი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შედგა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ირკვევა, დიალოგმა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულება მოიცვა, თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქცენტი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება, რაც „ტვიტერზე“ მაიკ პომპეოს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსშიც მოხვდა. საუბრის თემა იყო მართლმსაჯულებაც, რა დროსაც სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების დაუშვებლობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. თუ ოპოზიციის ნაწილი ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებში ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს, მმართველ გუნდში მაიკ პომპეოს განცხადებებს საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად აფასებენ და ამბობენ, რომ მთავარ პარტნიორთან ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. პომპეო-გახარიას სატელეფონო საუბარს ეხმაურება კელი დეგნანიც. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის მასშტაბზე აკეთებს აქცენტს და მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გახარია-პომპეოს საუბარი და გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის განცხადება და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეა წულუკიანი გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა გახარი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს შეხვედრა
MULTIMEDIA GE