გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარი
ამერიკის პოზიტიური შეფასება საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები - ეს ნაწილია იმ საკითხების, რაზეც გიორგი გახარიამ და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს. კომუნიკაცია ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით შედგა, რისი მიზეზიც პანდემია გახდა. მაიკ პომპეომ ვირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ისაუბრეს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. განხილვის თემა იყო, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და მისი გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობა. ამერიკის სახელმწფო მდივანთან საუბარს საქართველოს პრემიერი „ტვიტერში“ გამოეხმაურა. გიორგი გახარია წერს, რომ საუბრისას მან ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ვალდებულებას და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეოსთან ამერიკასა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ახალ სფეროებში თანამშრომლობაზე საუბარი.– წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახარია-პომპეოს საუბარი და გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკა კვლავაც განსაკუთრებულად უდგას ჩვენს ქვეყანას გვერდით...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
გამოხმაურება გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეა წულუკიანი გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა გახარი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სააკაშვილის განცხადება და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster