გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარი


ამერიკის პოზიტიური შეფასება საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა - ეს იმ საკითხების ნაწილია, რაზეც გიორგი გახარიამ და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

კომუნიკაცია ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით შედგა, რისი მიზეზიც პანდემია გახდა. მაიკ პომპეომ ვირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ისაუბრეს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. განხილვის თემა იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და მისი  გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობა. ამერიკის სახელმწიფო მდივანთან საუბარს საქართველოს პრემიერი „ტვიტერში“ გამოეხმაურა. გიორგი გახარია  წერს, რომ  საუბრისას მან ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ვალდებულებას და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

სატელეფონო საუბარს რამდენიმე წუთის წინ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან