ხმაური და დაპირისპირება გაერთიანებულ ოპოზიციას, სამართალდამცავებსა და დაპუტატებს შორის
ზუგდიდში, საკრებულოს შენობის მინდებარედ და შენობის შიგნით დღეს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, საკრებულოს დეპუტატებსა და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს შორის სიტუაცია დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ხმაური საკრებულოს შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიის ნაწილი ფრაქცია ენმ-ის წევრებთან ერთად შენობაში შეუშვეს, ჟურნალისტების ნაწილი კი შესვლას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მოგვიანებით, შენობაში პარლამენტის წევრები ნიკა მელია და თინათინ ბოკუჩავა შევიდნენ. საბოლოოდ, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლა მედიამ მოახერხა, ნიკა მელიამ კი კანცელარიაში დაარეგისტრირა განცხადება საკრებულოს წევრის გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებისთვის საგანგებო სხდომის დანიშვნის მოთხოვნით. კანცელარიაშიც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ნიკა მელიამ სამხარეო პოლიციის უფროსს მიმართა და ჰკითხა, რას აკეთებდა აღნიშნულ ოთახში, რაზეც ნიკოლოზ დიასამიძემ უპასუხა, რომ ადგილზე იყო, რათა მელიას არ ეძალადა. დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა. თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს. გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, სიტუაციას განგებ ძაბავს ხელისუფლება, თავის მხრივ კი, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს. ოპოზიციის თქმით, მათ მხოლოდ ის უნდოდათ, რომ შენობაში მედია შეეშვათ. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით კი, შენობაში შესვლა მხოლოდ იმიტომ შეფერხდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ბევრი ხალხი იყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სამართალდამცავებმა წაიყვანეს პირი, რომელიც საოლქოში ოპოზიცია...
Radio Atinati
აქცია ჩხოროწყუში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბულობის მესამე დღე ზუგდიდში - ხმაური და დაპირისპირება არ...
Tv Kavkasia
ხმაურიანი დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან და უ...
Radio Atinati
რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიცია და „ოცნ...
Radio Atinati
დაპირისპირება ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია მაჟორიტარების ბიუროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია მაჟორიტარების ბიუროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster