რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიცია და „ოცნება“ საკრებულოში
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ესწრებოდა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სანდრა რულოვსმა უმრავლესობის დეპუტატს მოსთხოვა, გაეცა პასუხი კითხვაზე, რას ნიშნავდა მის მიერ ნათქვამი სიტყვები „ყველა მეთოდი უნდა ვცადოთ არჩევნების მოსაგებად“. „საქართველოს მხარეზე უნდა ვიყოთ ყველა, გია დანელიას მასალა ვნახე, რომელშიც ამბობს, რომ ვიყავით თათბირზე და მითხრეს, რომ ყველა მეთოდზე გადასულიყვნენ. მე მოვედი ია კერზაიას სლვერის გახსნის წინადადებით, მაგრამ ისეთი რამე გავიგე, რას ნიშნავს ყველაფერზე წასვლა“, - თქვა რულოვსმა. მის საპასუხოდ გია დანელიამ თქვა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი, თუმცა განმარტა, რომ არ სჯერა მსგავსი მასალის. „ასეთი ჩანაწერების მონტაჟის პროფესიონალები არიან და და არ დავიჯერე. 9 წლის განმავლობაში უამრავი რამ გაუკეთებიათ მსგავსი“, - აღნიშნა დანელიამ. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირაკლი ლაგვილავამ რულოვსს მიმართა, რომ ზვიად გამსახურდიაზე მის მიერ დაწერილი ფრაზის შემდეგ მისი სახელობის დარბაზში სიტყვით გამოსვლის მორალური უფლება არ ჰქონდა. რულოვსმა კი მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავად ახლა ზვიად გამსახურდიას მომხრეა და ახლა ყველა პირველი პრეზიდენტის იდეის მიმდევარი უნდა გახდეს. დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა. სადაც ლაგვილავამ აღნიშნა, რომ რულოვსმა შოუს მოწყბა სცადა, რამაც კანდიდატის გაღიზიანება გამოიწვია. „ნუ კივით საჯარო დაწესებულებაში“, - მიმართა ლაგვილავამ რულოვსს. საკრებულოს თავმჯდომარე კი მომხდარს პროვოკაციად აფასებს. მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ უმრავლესობა სიმშვიდით ხვდება მსგავს ქმედებებს. „ეს იყო პროვოკაციული აქცია და სურდათ, წამოვეგეთ პროვოკაციაზე, თუმცა, მზად ვართ, სიმშვიდით შევხვდეთ მსგავს ქმედებებს და მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ენმ-ს სურს, რომ მშვიდი ფონი წაშალონ, თუმცა ყველა ერთად 19 მაისს საკადრის პასუხს გავცემთ“, - თქვა წოწერიამ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს გაავრჩეა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, გია დანელია საუბრობს, რომ ის თათბირს ესწრებოდა, სადაც გაიცა ბრძანება, რომ არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე, მათ შორის, მოსყიდვაზე, ტერორსა და გატაცებაზეც უნდა წავიდნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
21. ჭადრაკი. პარტიის ელემენტები: ფიგურების სწრაფი განვითარებ...
Geochess
ვაშენებთ ახალი ტიპის პოლიტიკურ პარტიას, ახალი თაობის პოლიტიკ...
Free Choice
რატომ დაუპირისპირდა ბორჯომის გამგებელს საკრებულოს დეპუტატი
ტელეკომპანია ბორჯომი
რატომ დაუპირისპირდა მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციონერს?
TV 25
რატომ დაუპირისპირდა მომღერალი ზურა მირზიაშვილი დომენიკ მანგო...
LIDER TV
რატომ დაუპირისპირდა ლევან მეორე დადიანი თავის ბიძას და რატომ...
Shortly
რატომ დაუპირისპირდა რეჟისორი “გაღმა ნაპირის” მსახიობ თედო ბე...
GOGATV
იღებს თუ არა რუსულ ფულს და რატომ დაუპირისპირდა გამსახურდიას?...
Merab metreveli მერაბ მეტრეველი