სამართალდამცავებმა წაიყვანეს პირი, რომელიც საოლქოში ოპოზიციას დაუპირისპირდა

15.05.2019 02:15

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო. საოლქოს შენობაში შუახნის მამაკაცი შევიდა, რასაც მასა და გაერთიანებული ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ იყო აღნიშნული პირი ცესკოში ბეიჯის გარეშე, რასაც კამათი მოყვა. საბოლოოდ, მამაკაცი სამართალდამცავებმა გაიყვანეს და პოლიციის მანქანით გადაიყვანეს. მანამდე კი, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხატია დეკანოიძესთვის კითხვის დასმას აპირებდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. ჯერჯერობით, უცნობია, დაკავებულია თუ არა ის. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება: