დაპირისპირება გლდანში
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციასთან დაპირისპირების გამო არიან დაკავებულები. ისინი სამართალდამცავებმა გლდანში აიყვანეს, სადაც პარტიის ლიდერები მომხდარ ინციდენტში გასარკვევად მივიდნენ. მათი თქმით, ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულები ადვოკატმა მოინახულა, მისი თქმით, არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. პარალელურად, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატისა და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული პირები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. „მომხდარი ფაქტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება გლდანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება გლდანში
2020 newsge
დაპირისპირება გლდანში
Metronome მეტრონომი
დაპირისპირება გლდანში | პოლიციამ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
#არჩევნები2020 დაპირისპირება გლდანში, 39-ე საჯარო სკოლაში გა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტმეტრი — 22 სექტემბერი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 – დაპირისპირება...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 25 სექტემბერი, 2023 წელი
TV IMEDI