10
დღეს, გამთენიისას, დაახლოებით დილის ხუთ საათზე დასრულდა საპროტესტო აქცია და მომიტინგეების მსვლელობა თბილისის ქუჩებში. მანამდე იყო დაპირისპირება და დაკავებები რუსთაველის გამზირზე. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა დაახლოებით ღამის 12 საათსა და 35 წუთზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჭიჭინაძის ქუჩაზე ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და გაზის კაფსულები. დემონსტრანტები კი პიროტექნიკასა და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ სამართალდამცველების მისამართით. დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის ცოტნე კობერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ასევე, დაკავებულია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ბექა ყორშია, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ასევე არიან დაშავებულებიც, რომლებსაც ადგილზე გაეწიათ დახმარება, ერთი ადამიანი კი კლინიკაში მკურნალობს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით თბილისის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს, ეს მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზის კაფსულები გამოიყენეს და აქციის მონაწილეები გაიყვანეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან სანაპიროზე, შემდეგ გმირთა მოედნის გავლით, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე გადაინაცვლეს. გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა, კერძოდ, აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება იყო. მოქალაქე ავტომობილით გადაადგილდებოდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას ჰქონდა იარაღი. მოგვიანებით მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დატოვა, რის შემდეგაც შეკრებილებმა მისი ავტომობილი დააზიანეს. საბოლოოდ აქციის მონაწილეთა მსვლელობა მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს დაიწყო ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს. აქციის მონაწილეები ევროპულ მომავალს და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობაც გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
თბილისის ზღვის ქარიყლაპია. favorite creed
მაღაზია მეტეორი
სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში
ამერიკის ხმა
მთავარი დიაგნოზი - 10.09.2023
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სეზ 6 სერ 9
ჩემი ცოლის დაქალები
გიორგი ვაშაძე - კალაძე არის N1 კორუმპირებული
ტვ პირველი • TV Pirveli
განრისხებული მდინარე აბაშა გააზიარეთ რომ ყველამ ნახოს ❤
Georgian Productions
მედიაზე თავდასხმის ბრალდებით დღეს კიდევ ხუთი ადამიანი დააკავ...
TV IMEDI
პირველი არხი l განათლება - ტელესკოლა - გაკვეთილების ცხრილი,...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster